21 ივნისი 2026,   18:54
ვრცლად
ძრავის გაუმართაობის გამო, დიდ ბრიტანეთში სამგზავრო თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ავარიულად დაეშვა

დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემიდან ჯერსიში მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი აფრენიდან მალევე, იძულებული გახდა ავარიულად დაშვებულიყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, თვითმფრინავის ორი ძრავიდან ერთ-ერთს “ტექნიკური პრობლემა” შეექმნა, რის გამოც ეკიპაჟმა აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

Blue Islands-ის თვითმფრინავი, რომელიც ჩვეულებრივ 70 მგზავრს უტევს, ბრიტანეთის საზაფხულო დროით 15:00 საათზე აფრინდა, თუმცა მალევე აეროპორტში დაბრუნება მოუწია და ძლიერი ქარის პირობებში აეროპორტში წარმატებით დაეშვა.

ავიაკომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, თვითმფრინავს ინჟინრები ამოწმებენ. მისი განმარტებით მგზავრების, ეკიპაჟის და თვითმფრინავის უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია.

მათ აღნიშნეს, რომ თვითმფრინავის მგზავრები სასტუმროთი და ცხელი კვებით უზრუნველყვეს.

დღის ამბები