იტალიელმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა, ანდრია ლომბარდიმ იტალიის სენატში შეტანილი რეზოლუცია დაგმო, რომელიც საქართველოს დასანქცირებას ეხება. ამის შესახებ მან საკუთარ youtube არხზე ისაუბრა.
მისი თქმით, რეზოლუცია სენატს "დემოკრატიულმა პარტიამ", "იტალია ვივამ", "+ევროპამ" და სხვებმა წარუდგინეს. მან ხელმომწერების ვინაობაც დაასახელა.
ჟურნალისტმა რეზოლუციას გამაოგნებელი უწოდა და აღნიშნა, რომ რეზოლუციაში გამოყენებული ტერმინები მიუღებელია და მათი გამოყენების უფლება სენატორებს არ ჰქონდათ.
"საქართველოს თვითაღიარებულმა ხელისუფლებამ..." კი მაგრამ, როგორ ბედავენ? "თვითაღიარებულმა ხელისუფლებამ...". ეს თქვენ ხართ თვითაღიარებულები, სენატორებო. საქართველოს ხელისუფლება ქართველებმა აირჩიეს. თქვენ ვინ ხართ, რომ წერთ ასეთ რამეს? რა საწყლები ხართ", - ამბობს იტალიელი ჟურნალისტი.