22 აგვისტო 2026,   14:46
ვრცლად
"ეროვნული დღესასწაულის გამოყენება იმისთვის, რომ ნეგატიური დღის წესრიგი შექმნან ქვეყნის შიგნით, ნამდვილად არ არის მისასალმებელი" - მაკა ბოჭორიშვილი

"ეროვნული დღესასწაულის გამოყენება იმისთვის, რომ ნეგატიური დღის წესრიგი შექმნან ქვეყნის შიგნით, ნამდვილად არ არის მისასალმებელი", - ამ განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ემანუელ მაკრონის, დონალდ ტუსკისა და ფრიდრიხ მერცის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

"ყველაფრის გამოყენება იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში შეიქმნას ნეგატიური დღის წესრიგი, არის მიუღებელი. 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ეროვნული დღე და ეს არის ის დღე, რომელსაც პარტნიორები, მეგობრები ულოცავენ ქვეყნებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ.

თუ ვინმეს კრიტიკა უნდა, ამის შესაძლებლობა მათ ყოველთვის აქვთ, არ იშურებენ ამისთვის ძალისხმევას. ეროვნული დღესასწაულის გამოყენება იმისთვის, რომ ნეგატიური დღის წესრიგი შექმნან ქვეყნის შიგნით, ნამდვილად არ არის მისასალმებელი," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები