21 ივნისი 2026,   09:37
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - კრემლი უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვისა და პოლტავის რეგიონებს უტევს

უკრაინაში ომი გრძელდება - კრემლი უპილოტო საფრენი აპარატებით უტევს ხარკოვისა და პოლტავის რეგიონებს. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ კიევს არ გაუვრცელებია.

რუსული მასირებული თავდასხმების ფონზე, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ხსნიან ყველა შეზღუდვას უკრაინისთვის გადაცემულ იარაღზე. კერძოდ, კიევს შეუძლია დასავლეთიდან მიღებული აღჭურვილობით შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე განახორციელოს.

უკრაინის საკითხზე ისაუბრეს კრემლის ლიდერმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტიც, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით რუსეთი დიპლომატიურ მოლაპარაკებებს სერიოზულად არ უყურებს და აუცილებელია კრემლზე დასავლეთმა ზეწოლა ყველა ფორმით გააძლიეროს.

დღის ამბები