23 აგვისტო 2026,   00:18
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ტერიტორია გასართობი ღონისძიებების მთავარი ადგილია

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ტერიტორია გასართობი ღონისძიებების მთავარ ადგილად რჩება. პრეზიდენტის სასახლესთან ათონელისა და ფურცელაძის ქუჩებზე, ასევე ალექსანდრეს ბაღში, კულტურული, გასართობი, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები დილიდან იმართება. თბილისის ცენტრალური ნაწილი განსაკუთრებით დატვირთულია საბავშვო სივრცეებით სადაც დღის 12 საათიდან სხვადასხვა სტუდიების კონცერტები მიმდინარეობს.

26 მაისთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ქუჩებზე მოწყობილია ღვინისა და საგამოფენო სივრცეებიც. ცოტა ხნის წინ კი ათონელის ქუჩაზე დასრულდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა ანსამბლებმა მიიღეს. 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები