22 აგვისტო 2026,   14:13
ვრცლად
საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი - დამოუკიდებლობის დაცვა რომ უწყვეტი პროცესია, დღეს მთავარსარდლის მთავარი გზავნილი იყო

3 წლის შემდეგ ძალა დაკარგა, თუმცა ერთჯერადი არც 107 წლის წინ მიღებული აქტი ყოფილა. ათწლეულების შემდეგ აღდგენილი დამოუკიდებლობის დაცვა რომ უწყვეტი პროცესია, ეს უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი გზავნილი იყო. საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა ეხებოდა როგორც წარსულს, ისე მომავალს. ღირებულებებს, რომელზეც ქართული სახელმწიფო დგას და გამოწვევებს, რაც დღეს საქართველოს აქვს.

მთავარსარდლის შემდეგ იყო მთავრობის მეთაურის მიმართვა, რომ დამოუკიდებლობას, როგორც უზენაეს ღირებულებას მუდმივად შენარჩუნება სჭირდება. რა როლი აქვს ამ პროცესში ეროვნულ იდენტობას, ქრისტიანულ ტრადიციებს და ეკლესიას - პრემიერ-მინისტრმა ვრცელ გამოსვლაში გაიხსენა უახლესი წარსულიც და ახსენა 2 მთავარი ეროვნული ამოცანაც.

რის ფასად მოიპოვა საქართველომ დამოუკიდებლობა და რა გზას გადის ახლა ქვეყანა - ქართული ჯარის წინაშე ვრცელი გამოსვლა ჰქონდათ თავდაცვის მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. აღნიშნეს გმირების დამსახურება თავისუფლებისთვის ბრძოლაში და მიზანი, რომელიც ძლიერი და ერთიანი სახელმწიფოს შექმნას უკავშირდება.

ხელისუფლების უმაღლესო თანამდებობის პირების საჯარო სიტყვას ქართულ ჯართან ერთად ისმენდნენ დიპლომატიური კორპუსის წევრები, კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები და მაღალი იერარქიის სასულიერო პირები.

დღის ამბები