23 აგვისტო 2026,   02:34
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 17:10 საათზე საქართველოს ჰიმნი შესრულდა

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 107 წლის წინ, ზუსტად 17:10 საათზე, ნოე ჟორდანიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სწორედ ამ დროს, ქვეყნის მასშტაბით, ტრადიციულად, საქართველოს ჰიმნი სრულდება. თბილისში ეს პრეზიდენტის სასახლის ეზოში მოხდა. ჰიმნი შეასრულა რამდენიმე ანსამბლმა. პარალელურად, ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ტერიტორია, გასართობი ღონისძიებების მთავარ ადგილად რჩება.

ეროვნული დღესასწაული დედაქალაქსა და მთელ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები წელს საქართველოს 21 ქალაქში იმართება.

ეროვნულ დღესასწაულზე სამხედრო ფიცი 700-მდე წვევამდელმა დადო. ფიცის დადების ცერემონია დედაქალაქის გარდა, კიდევ 5 ისტორიულ ადგილას გაიმართა.

 

დღის ამბები