21 ივნისი 2026,   12:31
ვრცლად
ინდოეთის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა, რომელსაც მავნე ნივთიერებები გადაჰქონდა - რეგიონში გამოცხადებულია განგაში

არაბეთის ზღვაში, ინდოეთის სანაპიროსთან ნავთობისა და საშიში ტვირთის გადამზიდავი გემი ჩაიძირა. სამხრეთ კერალას შტატის ხელისუფლებამ განგაში გამოაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გემი ლიბერიის დროშის ქვეშ ცურავდა, ის კვირას, ქალაქ კოჩის მახლობლად გადატრიალდა და საშიში ნივთიერებები წყალში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ სანაპირო ზოლი მდიდარია ბიომრავალფეროვნებით და ასევე, მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილია.

გემის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 24-ვე წევრი გადაარჩინეს, მაგრამ გემის 640 კონტეინერიდან ზოგიერთი დინებას ნაპირისკენ მიაქვს, რის გამოც რეგიონის მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

ხელისუფლება შიშობს, რომ ნავთობმა, საწვავმა და სხვა მავნე ნივთიერებებმა, რომლებმაც გემიდან გაჟონა, შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოსახლეობას და ზღვის ბინადრებს.

დღის ამბები