21 ივნისი 2026,   14:06
ვრცლად
სლოვენიის პრეზიდენტი: ევროკავშირის მიერ რუსეთთან კომუნიკაციაზე უარი შეცდომა იყო, მაგრამ ურსულა ფონ დერ ლაიენისგან სიგნალი მივიღე, რომ ბრიუსელი მოსკოვთან კავშირების აღდგენაზე მუშაობს

სლოვენიის პრეზიდენტმა, ნატაშა პირც-მუსარმა, Politico-სთან ინტერვიუში ევროკავშირის მიერ რუსეთთან კომუნიკაციაზე უარი შეცდომად შეაფასა და განაცხადა, რომ მან ევროკომისიის პრეზიდენტისგან, ურსულა ფონ დერ ლაიენისგან სიგნალი მიიღო, რომ ბრიუსელი მოსკოვთან კავშირების აღდგენაზე მუშაობს.

"ევროკავშირის ერთ-ერთი შეცდომა იყო ის, რომ ჩვენ შევწყვიტეთ ურთიერთობა რუსეთთან", - განმარტა მან.

მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა დანიშნოს "ბრძენი კაცებისა და ქალების“ ჯგუფი, რათა დაიწყოს რუსეთთან "ჩუმი“ დიპლომატია, როგორც პირველი ნაბიჯი პირდაპირი დიალოგისკენ.

პოლიტიკოსის განცხადებით, ევროპას სხვა არჩევანი არ აქვს გარდა "დიალოგის, დიალოგისა და დიალოგის“ გაგრძელების, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებმა "ჯერ შედეგი ვერ გამოიღო“.

ნატაშა პირც-მუსარის განმარტებით, შეხვედრის დრო, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უთრა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების განახლების საკითხზე მუშაობენ. მისი თქმით, თუ ეს სიმართლეა, ეს ძალიან კარგი იქნება.

დღის ამბები