გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს! ქართველები ყოველთვის დაუღალავად შრომობდნენ დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის თავიანთ ქვეყანაში," - წერს სოციალურ ქსელ "იქსზე" საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა.