"ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილება - არ გადაეხადა გირაო - იცით ყველამ, რომ იყო წინასწარ განზრახული გადაწყვეტილება, ალბათ სწორედ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს, ერთგვარად საერთაშორისო რეაქცია მოჰყოლოდა და უილსონებს, მიხაილსონებს, ALDE-ის და სხვას ასეთი შეფასებები გაკეთებინათ," - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე ALDE-სა და ლიბერალური პოლიტიკური პარტიების გაერთიანების განცხადებას, სადაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავება დაგმეს.
დეპუტატმა მათ კანონის უზენაესობის პრინციპი შეახსენა.
"თუმცა, მინდა ყველას შევახსენო კანონის უზენაესობის პრინციპი - თავად ამ განცხადებების ავტორებს, მათსავე ქვეყანაში, ვინმემ რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულონ, რა რეაქცია ექნებოდათ?!
ეს არის პოლიტიკური აქტი. როგორც ჩანს, მას უნდოდა, რომ ეს რამდენიმედღიანი პატიმრობა ამ საერთაშორისო რეზონანსისა და ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციისთვის გამოეყენებინა," - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.