ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კომპანია Wizz Air-ის წარმომადგენლებს შეხვდა. უწყების ცნობით, განიხილეს ქვეყნის ავიაციის და ტურიზმის სექტორის მნიშვნელოვანი საკითხები- მათ შორის აღინიშნა ახალი პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება ლიონთან. ავიაკომპანია Wizz Air-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოთხი ბაზირებული ხომალდი ჰყავს და ამ ეტაპზე 14 ქვეყნის 24 მიმართულებით დაფრინავს.