თბილისის საქალაქო სასამართლოში დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, ზურა გირჩი ჯაფარიძის პროცესი იწყება. სასამართლო, სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს 20 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. თანხის გადახდის ვადა დღეს იწურება, თუმცა პოლიტიკოსი გირაოს შეტანას არ აპირებს.
"ამდენი პოლიციელის მობილიზება ცალსახად მიუთითებს, რომ რაღაცას აპირებენ. არჩევანი არ აქვთ ბევრი - თვითონაც ჩიხში არიან. ან უარი უნდა თქვან საერთოდ აღკვეთის ღონისძიებაზე, რაზეც, მინიმუმ, სამჯერ მაქვს მიმართული და ვუხსნიდი, რომ არ მეკუთვნის, მაგრამ უარი თქვეს და, შესაბამისად, ერთადერთი გზა აქვთ - უფრო მძიმე ფორმა უნდა გამოიყენონ, ხოლო უფრო მძიმე ფორმა არის პატიმრობა. ამიტომ, მოლოდინი მაქვს, რომ დამაპატიმრებენ ისევე, როგორც ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილები არიან ოპოზიციური პარტიების წევრები და აქტივისტები.
ავტორი: ნანა გოგატაძე