22 აგვისტო 2026,   20:43
ვრცლად
"26 მაისს ამ ადამიანებს სურთ ეროვნული ზეიმი ჩაშალონ და როგორც ჩანს, წამსვლელები არიან მსხვერპლზეც, იყვნენ ძალიან ფრთხილად, როცა გულში გაივლებენ, რომ შესაძლებელია ადამიანები დაზიანდნენ ან გარდაიცვალონ" - არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს სურთ, რომ 26 მაისს ეროვნული ზეიმი ჩაშალონ და როგორც ჩანს, წამსვლელები არიან მსხვერპლზეც.

მისი განმარტებით, იმ ადამიანების მიმართ, ვინც გულში მაინც გაივლებს, რომ ნებისმიერი მსხვერპლის ფასად მოვიდნენ ხელისუფლებაში, მათ მიმართ მკაცრი ღონისძიებები იქნება გატარებული.

"ეს ადამიანები ცდილობენ, რომ 26 მაისი, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიისათვის, საქართველოს აწმყოსთვის და მომავლისთვის წაართვან ქართველ ხალხს, როგორც სცადეს წაერთმიათ, მათ შორის, 9 აპრილს გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნის შეურაცხყოფითა და შებღალვით. 9 აპრილის, აქციაში მონაწილე და მათ შორის, ხელმძღვანელ პირებს არ მისცეს საშუალება, რომ შესაბამისი პატივი მიეგოთ გარდაცვლილი ადამიანებისათვის.

ზუსტად იგივე მიზანი აქვთ ამ ადამიანებს 26 მაისს, რომ ეროვნულ ზეიმი ჩაშალონ და როგორც ჩანს, წამსვლელები არიან მსხვერპლზეც. იყვნენ ძალიან ფრთხილად, როდესაც ამ სიტყვას ახსენებენ და გულში გაივლებენ, რომ შესაძლებელია ადამიანები დაზიანდნენ ან გარდაიცვალნენ. თავიანთი მავნე, მერკანტილური მიზნის მისაღწევად, არც ერთი ადამიანის თავიდან ჩამოვარდნილი თმა არ ღირს. ამიტომ, იყვნენ ფრთხილად და იცოდნენ, რომ მათ მიმართ იქნება მკაცრი ღონისძიებები გატარებული, ვინც გულში გაივლებს, რომ ნებისმიერი მსხვერპლის ფასად მოვიდნენ ხელისუფლებაში", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები