21 ივნისი 2026,   21:07
ვრცლად
ჩეხეთის მთებში ტურისტებმა განძით სავსე ყუთი იპოვეს - მათ შორის არის 3 კგ ოქროს ნაკეთობები და ფრანგული ფულის მონეტები

ჩეხეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, ორმა ტურისტმა, კრკონოშეს მთებში განძით სავსე ყუთი აღმოაჩინა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტურისტებმა, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს, ტყით მოკლეზე გადასვლა გადაწყვიტეს და ქვის კედლიდან გამოშვერილი ალუმინის ყუთი შეამჩნიეს. შიგნით კი 10 ოქროს სამაჯური, 17 პორტსიგარი, სავარცხელი და 598 ოქროს მონეტა აღმოაჩინეს.

ტურისტებმა ნაპოვნი ნივთები აღმოსავლეთ ბოჰემიის მუზეუმს გადასცეს, რის შემდეგაც განძის შესწავლა არქეოლოგებმა დაიწყეს. მეცნიერებმა ჯერ არ იციან ვინ და რატომ დამალა ეს ნივთები, თუმცა დაადგინეს, რომ ყუთის დამალვიდან 100 წელზე მეტი არ გასულა, რადგან ერთ-ერთი მონეტა 1921 წლით არის დათარიღებული. არქეოლოგების ვარაუდით, განძი მთებში მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე დამალეს.

ჯერჯერობით დაუდგენელია ნაპოვნი ნივთების ფასიც. მხოლოდ მონეტების წონა 3,7 კილოგრამია. ამასთან, ყუთში არ იყო ადგილობრივი ფული - მხოლოდ ბალკანური და ფრანგული. მუზეუმში აღნიშნეს, რომ მეტ კვლევას ჩაატარებენ ნივთების ფასის დასადგენად.

დღის ამბები