21 ივნისი 2026,   21:05
ვრცლად
Frontier Airlines-ის თვითმფრინავს აეროპორტში დაშვების დროს საბურავი მოძვრა და ძრავს შეეჯახა

სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს წინასწარი მოხსენების თანახმად, გასულ თვეში Frontier Airlines-ის თვითმფრინავს, პუერტო-რიკოს აეროპორტში დაშვების დროს, წინა შასის ბორბალი მოძვრა და თვითმფრინავის ფრთას და ძრავს შეეჯახა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, 15 აპრილს, Frontier Airlines-ის რეისი, რომელიც ორლანდოს საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა, სან-ხუანში, ლუის მუნიოს მარინის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მცდელობის დროს ვერ დაეშვა და მეორე წრეზე წასვლა მოუწია, რადგან თვითმფრინავი სიჩქარეს სწრაფად კარგავდა.

თვითმფრინავის მონაცემებმა აჩვენა, რომ ბორბლები მიწას დაშვებულზე 2,2-ჯერ მეტი სიმძლავრით შეეხო, რაც Frontier-ის "მძიმე დაშვების“ ლიმიტს აღემატებოდა. ფრენის დროს პილოტებს "მოესმათ ძლიერი აფეთქება ფიუზელაჟის ქვემოდან" და მეორე პილოტმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის ელექტრონული ცენტრალიზებული ეკრანის მონიტორმა ძრავის გაუმართაობა აჩვენა.

დაშვების შემდეგ, ასაფრენი ბილიკის ტერიტორიაზე ლითონის ნამსხვრევები და საბურავის ფრაგმენტები იპოვეს. წინასწარი ანგარიში არ მიუთითებს, რამ გამოიწვია ავარია. ზუსტი მიზეზი საბოლოო ანგარიშში იქნება ასახული, რომლის დასრულებას, როგორც წესი, დაახლოებით ერთი წელი სჭირდება.

 

 

დღის ამბები