22 აგვისტო 2026,   15:04
ვრცლად
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. სამიზნე რუსეთის სამხედრო, ენერგეტიკული, ფინანსური სექტორები და ის პირები არიან, ვინც უკრაინის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში მონაწილეობენ.

"მაშინ, როდესაც პრეზიდენტი პუტინი უდანაშაულო უკრაინელების წინააღმდეგ თავდასხმებს განაგრძობს, დიდი ბრიტანეთი 100 ახალი სანქციის დაწესებით ზეწოლას აძლიერებს“, - წერია განცხადებაში.

ტექსტში აღნიშნულია ისიც, რომ დიდი ბრიტანეთი პარტნიორებთან ერთად მუშაობს "ნავთობის ფასების ლიმიტის გამკაცრებაზე, რაც პუტინის ომის მანქანისთვის ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებს კიდევ უფრო შეზღუდავს“.

დღის ამბები