21 აგვისტო 2026,   10:11
ვრცლად
"მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს, რაც არა მხოლოდ თქვენი მომავლის, ჩვენი ქვეყნის განვითარების საწინდარია" - კახა კალაძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს

თბილისის მერი, კახა კალაძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს. მერმა მათ წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ეს წარმატება არა მხოლოდ მათი, არამედ ქვეყნის განვითარების საწინდარია. 

"ბოლო ზარს გილოცავთ ძვირფასო მე-12 კლასელებო! 

ჩემო უმცროსო მეგობრებო, გახსოვდეთ, თქვენი მომავალი თქვენ ხელშია- შრომით, სწავლით, მიზანდასახულობით, პასუხისმგებლობით, განვითარების სურვილით აუცილებლად მიაღწევთ იმ მიზნებს, რაც დასახული გაქვთ.

მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს, რაც არა მხოლოდ თქვენი მომავლის, ჩვენი ქვეყნის განვითარების საწინდარია." - წერს თბილისის მერი.

დღის ამბები