დღეს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა. 37 573-მა მეთორმეტეკლასელმა საჯარო სკოლა დაამთავრა. მოსწავლეები ბოლო ზარზე, ტრადიციულად, თეთრი სამოსით მივიდნენ, მათ მაისურებზე ავტოგრაფებს კლასელები და მასწავლებლები უტოვებენ.
მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს განათლების მინისტრი.
"ღრმად ვარ დარწმუნებული, სკოლაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება თავდაჯერებულობას და გამბედაობას შეგმატებთ წარმატებისკენ", - წერს ალექსანდრე წულაძე.