პენიტენციურ დაწესებულებაში ბოლო ზარი დაირეკა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, მეთერთმეტე დაწესებულების მსჯავრდებულებს სკოლის დასრულება "ღამის შოუს ბენდის" წარმომადგენლებმა მიულოცეს და მათთან ერთად მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
წელს დაწესებულებაში საჯარო სკოლა 9 მსჯავრდებულმა დაამთავრა, მათ საჩუქრები გადასცეს. მოეწყო ნამუშევრების გამოფენაც.