საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არგამოცხადების გამო, საქალაქო სასამართლო "ლელოს" ლიდერების საქმეს განიხილავს. ამ წუთებში მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის პროცესი, სადაც მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.
მანამდე გაიმართა ბადრი ჯაფარიძის საქმის განხილვა. დაცვის მხარემ დააყენა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის გამოკითხვის შუამდგომლობა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ხაზარაძე-ჯაფარიძეს ამ საქმეზე 50 ათასლარიანი გირაო აქვთ გადახდილი.
“პირველივე საქმე დაიწყეს ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის დაბარებით, თითქოს შეიქმნა ეს კომისია წინა ხელისუფლების რაღაც საქმეების გასარკვევად და დაიწყეს პოლიტიკური ლიდერების დაბარება. ეს პროცესი არის პოლიტიკურად მოტივირებული“, - აცხადებს პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.