პორტუგალიის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია "დემოკრატიული ალიანსი" ლიდერობს.
ეგზიტპოლის თანახმად, ალიანსმა ხმების 29 პროცენტზე მეტი მიიღო, ოპოზიციურმა "სოციალისტურმა პარტიამ" კი ხმათა 25 პროცენტზე მეტი. ხმების 19-დან 25 პროცენტამდე მიიღებს ულტრამემარჯვენე პარტია "ჩეგა," რომელიც სავარაუდოდ "სოციალისტურ პარტიას" ჩაანაცვლებს.
ბოლო სამი წლის განმავლობაში, პორტუგალიაში ეს მესამე საპარლამენტო არჩევნებია.