უკრაინაში მიმდინარე ომზე, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს იტალიის პრემიერმა და გერმანიის კანცლერმაც.
ფრიდრიხ მერცი ამბობს, რომ ევროპა ჯერ კიდევ შორსაა უკრაინაში საჯარისო ნაწილების განლაგებისგან, რადგან მთელი ძალისხმევა რუსეთის მხრიდან უპირობო ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.
მანამდე კი ტირანაში შეხვედრა გამართეს- საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა. ისინი ასევე ტელეფონით ესაუბრნენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელმაც თქვა, რომ ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტთან ისაუბრებდა.