ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი პარაკლისი სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. სადღესასწაულო პარაკლისი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ აღავლინა. სამებაში, სადღესასწაულო ლოცვას, სასულიერო პირებთან ერთად, მრევლი და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ტაძრის ტერიტორიაზე კვლავ რჩება ის ადამიანების ნაწილი, რომლებმაც სადღესასწაულო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს.
მსვლელობაში, რომელიც ქაშვეთის ტაძრის ტერიტორიიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა, ათი ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. მოქალაქეებთან ერთად, მსვლელობაში მონაწილეობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ შორის - საქართველოს პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი.