22 აგვისტო 2026,   12:33
ვრცლად
"მინდა, ჩვენს მოსახლეობასა და საზოგადოებას მივულოცო დღევანდელი, წმინდა დღე და ვუსურვო ჩვენს ქვეყანას გამთლიანება, ერთიანობა და სიყვარული" - გენო პეტრიაშვილი

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, გენო პეტრიაშვილმა მოქალაქეებსა და სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა. მან ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

"მინდა, პირველ რიგში, ჩვენს მოსახლეობასა და საზოგადოებას მივულოცო დღევანდელი დღე, ეს წმინდა დღე და ვუსურვო ჩვენს ქვეყანას გამთლიანება, ერთიანობა და სიყვარული. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე, რადგან ოჯახური ღირებულებები, ოჯახური ფასეულობა, ქრისტიანული და ქართული ტრადიციები ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. თითოეულ თქვენგანს გილოცავთ და მრავალს დაესწარით," - აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა.

 

დღის ამბები