დედაქალაქს უკვე აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო აქვს. საქართველოში პირველი ბრენდირებული აეროპორტის სასტუმრო Ibis TBILISI AIRPORT-ი ოფიციალურად გაიხსნა, რომელიც ქვეყნის სტუმარმარმასპინძლობის სექტორის განვითარებაში სერიოზულ წვლილს შეიტანს.
Ibis TBILISI AIRPORT-ის მშენებლობისთვის მიწა ფრანგულმა კომპანია - Fujin Silk Properties- მა აუქციონის წესით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან საინვესტიციო პირობებით შეისყიდა. სახელმწიფო ვალდებულება ინვესტორის მხრიდან შესრულდა. სასტუმრო მასშტაბური, 39 000 მ² კომპლექსის განვითარების ჯერ მხოლოდ პირველ ეტაპს წარმოადგენს. პროექტის მიზანია, აეროპორტის მიმდებარედ ტურისტული, სატრანზიტო და ინფრასტრუქტურული ჰაბის შექმნა.