22 აგვისტო 2026,   23:48
ვრცლად
რა ქარდებს გამოაქვეყნებს გახარიას პარტია, ნამდვილად არ არის საინტერესო - მათი არცერთი ახალი განცხადება, არცერთი პოზიცია არ აჩენს იმ რეალობას, რომელსაც უნდა წარმოადგენდეს პროევროპული ოპოზიციური პარტია - გიორგი ბოტკოველი

ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირების თემაა გახარიას გუნდის საჯარო მიმართვა, რომელიც პარტიების გეგმებს ეხება. პოლიტიკურმა მოძრაობამ "საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში ქარდი გამოაქვეყნა და საჯაროდ მიმართა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც არჩევნებზე უარს აცხადებს. 

"რა არის მათი გეგმა ბოიკოტის შემდეგ" - კოლეგა პარტიებში გახარიას გუნდს კრიტიკით უპასუხეს. 

"რა ქარდებს გამოაქვეყნებს ახლა გახარიას პარტია, ნამდვილად არ არის საინტერესო. ყოველი მათი ახალი განცხადება, ყოველი მათი პოზიცია... სამწუხაროდ, არ აჩენს იმ რეალობას, რა რეალობასაც უნდა წარმოადგენდეს პროევროპული ოპოზიციური პარტია, ამიტომ მათი თავდასხმები ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიაზე, ჩვენ მაქსიმალურად თავს ვიკავებდით და კიდევ შევეცდებით, რომ თავი შევიკავოთ და არ დავესხათ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე ე.წ. ოპოზიციურ პარტიად თუ ჩავთვლით ადამიანებს და, საბოლოოდ, მათი ქმედებები სწორედ აქეთ არის მიმართული, რა თქმა უნდა, გვექნება ჩვენი კონკრეტული პოზიციები", - აცხადებს პარტიის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი.

 

ავტორი: კესო ქაფიანიძე

დღის ამბები