აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერთიანებულ არაბთა საამიროებში ვიზიტის ფარგლებში გამართული პრესკონფერენციის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დროა, ის და რუსეთის პრეზიდენტი ერთმანეთს შეხვდნენ.
"როგორც კი შეხვედრის ორგანიზებას შევძლებთ, მე პუტინს შევხვდები. რა საჭიროა ლოდინი? ვფიქრობ, დროა, უბრალოდ, შევხვდეთ ერთმანეთს. ყველა ამბობდა, რომ პუტინი მიდიოდა თურქეთში, ზელენსკიც მიდიოდა. მე ნათქვამი მაქვს, რომ პუტინი არ ჩავიდოდა თურქეთში, თუ მე იქ არ ვიქნებოდი. და ასეც მოხდა. შეხვედრაზე არც ზელენსკი გამოჩნდა, რადგან შეიტყო, რომ პუტინი არ დაესწრებოდა. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. ყოველ კვირას, საშუალოდ 5000 ახალგაზრდა იღუპება, ჩვენ ამ ომს დავასრულებთ", - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.