21 ივნისი 2026,   14:22
ვრცლად
"აშშ-მა დაასრულა გარედან ჩარევა, სხვებისთვის სახელმწიფოს მოწყობის სწავლება და ლექციები, როგორ უნდა იცხოვრონ" - ტრამპის ამ განცხადების შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანი X-ზე წერს

"აშშ-მა დაასრულა სხვა სახელმწიფოებში გარედან ჩარევა და "ლექციები იმაზე, როგორ უნდა იცხოვრონ", - პრეზიდენტ ტრამპის ამ განცხადების შესახებ, თეთრი სახლის პრესმდივანი კაროლინ ლევიტი X-ზე წერს. 

"აშშ-მა დაასრულა სხვა სახელმწიფოებში გარედან ჩარევა, სხვებისთვის სახელმწიფოს მოწყობის სწავლება და "ლექციები იმაზე, როგორ უნდა იცხოვრონ". ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში გამართული ვიზიტისას, ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა და გააკრიტიკა ამერიკის ის პოლიტიკა, რომელსაც აშშ ათლწეულების განმავლობაში შუა აღმოსავლეთში ახორციელებდა.

გამოსვლისას მან რეგიონის მოსახლეობას მოუწოდა, თავად განსაზღვრონ საკუთარი დღის წესრიგი და მომავალი", - წერს თეთრი სახლის პრესმდივანი. 

დღის ამბები