თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში შეხვდნენ. ინფორმაციას გამოცემა Anadolu Ajansı ავრცელებს.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, რომელშიც თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი, ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი იბრაჰიმ კალინი და პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მთავარი მრჩეველი აკიფ ჩაღათაი ქილიჩი მონაწილეობენ.