22 აგვისტო 2026,   20:53
ვრცლად
სიახლეა თანამედროვე ქართული პოლიტიკისთვის, როდესაც საქართველო გამოდის, როგორც ნამდვილი სუვერენული სახელმწიფო და ცდილობს, რომ საკუთარი ინტერესები დაიცვას ამ საკმაოდ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში - მაია ბითაძე

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ირაკლი კობახიძის ღია წერილზე ისაუბრა, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტრამპს და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მიმართა.

როგორც მაია ბითაძე ამბობს, საქართველოს ხელისუფლება კვლავ რჩება ერთგული იმ პერსპექტივისა, რომ მნიშვნელოვანია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადაიტვირთოს.

"შეიძლება ითქვას, რომ სიახლეა თანამედროვე ქართული პოლიტიკისთვის, როდესაც საქართველო გამოდის, როგორც ნამდვილი სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ცდილობს, რომ საკუთარი ინტერესები დაიცვას ამ საკმაოდ რთულ და ტურბულენტურ პოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც არათუ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში არის დღესდღეობით. შესაბამისად, ეს ღია წერილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომელიც იქნა გასაჯაროებული და გაგზავნილი, ვფიქრობ იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება გამომდინარე იმ წინაპირობებიდან, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ დადგა. ჩვენ ბუნებრივია, კვლავ ვრჩებით ერთგული იმ პერსპექტივისა, რომ უნდა გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, უნდა დავიწყოთ ახალი ფურცლიდან. ასევე, ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებს კვლავ ვხედავთ, როგორც საქართველოს ყველაზე დიდ სტრატეგიულ პარტნიორს.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია დღენიადაგ ცდილობს, ეთერიდან გაავრცელოს ცრუ ინფორმაცია და დატვირთოს ჩვენი მოსახლეობა ნეგატიური ინფორმაციით და მეორე, კარდაკარ იარონ ევროპისა თუ ამერიკის ქალაქებში და ითხოვონ საკუთარი ქვეყანა დასაჯონ. ეს ადამიანები პოლიტიკურად უკვე ნაგავსაყრელზე არიან. რაც არ უნდა ახალ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, მაგალითად თვითმმართველობის არჩევნებში ან დაელოდონ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს, ეს ადამიანები პოლიტიკურად არიან ჩარეცხილები," - განაცხადა მაია ბითაძემ.

დღის ამბები