23 აგვისტო 2026,   00:19
ვრცლად
ევროკომისარი ამბობს, რომ უკრაინაში გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტა, ევროკავშირზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის რისკს გაზრდის - კუბილიუსის განცხადება თბილისში პოლიტიკური შეფასებების საგანი გახდა

"ქართული ოცნების" წევრებისთვის აღიარებაა ანდრიუს კუბილიუსის ის განცხადებაა, სადაც თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი ამბობს, რომ უკრაინაში გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტა ევროკავშირზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის რისკს გაზრდის.

რუსეთ-უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ანდრიუს კუბილიუსმა უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა. თქვა, რომ, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, რუსეთი გააგრძელებს იარაღის წარმოებას, 2030 წლისთვის კი მზად იქნება, თავს ევროკავშირის ქვეყნებს დაესხას.

თავდაცვის საკითხებში ევროკომისრის ამ განცხადებას სრულად ეთანხმება ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ევროპელი ლიდერის მიზანი უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაა.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროპელი ბიუროკრატების ერთადერთი მიზანი, სხვა სახელმწიფოში საომარი მოქმედებების გახანგრძლივების ფასად, საკუთარ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა. მმართველი გუნდისთვის, ამ გეგმის ნაწილი იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაც.

თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა ომის დასრულებასა და ახალი ომის საფრთხეებზე უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები