23 აგვისტო 2026,   03:23
ვრცლად
დიღომში ნარჩენების გადამტვირთი ახალი სადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია - თანამედროვე სტანდარტების სისტემა საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვას კიდევ უფრო გაამარტივებს

ნარჩენების გადამტვირთი ახალი სადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები დიღომში, "თბილსერვის" ჯგუფის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების სისტემა, რაც საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვას კიდევ უფრო გაამარტივებს.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვაც, რაც ნარჩენების გადამუშავების პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს და შეამცირებს გარემო ზემოქმედებას. ასევე, დაგეგმილია სპეცტექნიკისთვის საპარკინგე სივრცის მოწყობაც.

ნარჩენების გადამამუშავებელი სადგურის მშენებლობას "შპს გუმბათი ჰოლდინგი" ახორციელებს. პროექტი მომდევნო წელს დასრულდება. უკვე ჩატარდა მიმდებარედ არსებული მტკვრის ნაპირსამაგრი სამუშაოები.

პროექტის ღირებულება 6 მილიონ ევრომდეა და ის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

დღის ამბები