22 აგვისტო 2026,   12:29
ვრცლად
ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკომისიამ უკანონოდ თქვა უარი, გასაჯაროებულიყო ურსულა ფონ დერ ლაიენისა და "ფაიზერის" აღმასრულებელი დირექტორის მიმოწერა კოვიდპანდემიის დროს

ევროკავშირის სასამართლომ ევროკომისია "ფაიზერგეითის" საქმის ყველა ბრალდებაში გაამტყუნა. სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკომისიამ უკანონოდ თქვა უარი, გასაჯაროებულიყო ურსულა ფონ დერ ლაიენისა და "ფაიზერის" აღმასრულებელი დირექტორის მიმოწერა კოვიდპანდემიის დროს.

"ნიუ იორკ თაიმსის" ჟურნალისტებმა კომისიის პრეზიდენტსა და ფარმაცევტული კომპანიის ხელმძღვანელს შორის არსებულ მიმოწერაზე წვდომა მოითხოვეს, რასაც წინ უძღოდა "ფაიზერსა" და ევროკავშირს შორის გარიგების გაფორმება მილიარდობით ევროს ღირებულების ვაქცინებზე.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ ფონ დერ ლაიენმა ეს შეტყობინებები არ შეინახა. ამის შემდეგ ამერიკულმა გამოცემამ ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

დღის ამბები