21 ივნისი 2026,   20:00
ვრცლად
დონალდ ტრამპი სირიის პრეზიდენტს შეხვდება - ინფორმაციას თეთრი სახლიც ადასტურებს

CNN-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, სირიის პრეზიდენტთან არაფორმალურ შეხვედრას გამართავს. აუდიენცია საუდის არაბეთში შედგება. გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს თეთრი სახლიც.

ეს დონალდ ტრამპის და აჰმედ ალ შარაას პირველი შეხვედრა იქნება. საუდის არაბეთში საინვესტიციო ფორუმზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის სირიას დაწესებულ სანქციებს მოუხსნის. ამ სიახლეს უკვე აღნიშნავენ დამასკოში.

ასობით მოქალაქე სირიის დედაქალაქის ქუჩებში გამოვიდა. ადგილობრივები ტრამპს მადლობას უხდიან და ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

დღის ამბები