22 აგვისტო 2026,   23:10
ვრცლად
უკვე გადაწყვეტილია სად აშენდება 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი - შერჩეული ტერიტორიის შესახებ, კომისიამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს იმსჯელა

უკვე გადაწყვეტილია სად ააშენებენ თბილისში ახალ სტადიონს - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შერჩეული ტერიტორიის შესახებ კომისიამ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს იმსჯელა.

ამავე ინფორმაციაში, ადგილი მითითებული არ არის, აღნიშნულია რომ საზოგადოებას დეტალებს მალე გააცნობენ. 70 000 გულშემატკივარზე გათვლილმა სტადიონმა საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობა უნდა მისცეს - ოფიციალური ინფორმაციით, სპორტული ღონისძიებების გარდა, შეიქმნება მაღალი რანგის საკონცერტო ინფრასტრუქტურაც. მთავრობის ცნობით კონცეფციაზე უეფას ექსპერტებთან ერთად მუშაობენ.

დღის ამბები