21 ივნისი 2026,   20:01
ვრცლად
არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა იყო

არგენტინაში, სანტა კრუზის პროვინციაში ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

ბიძგების ეპიცენტრი, ქალაქ რიო ტურბიოდან 28 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დღის ამბები