21 ივნისი 2026,   19:48
ვრცლად
"უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მისაღწევად ახალი შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა - ვიმედოვნებთ, გაჩენილი შესაძლებლობა ამჯერად არ იქნება ხელიდან გაშვებული" - ერდოღანი

უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მისაღწევად ახალი შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედს გამოთქვამს, რომ გაჩენილი შესაძლებლობა ამჯერად არ იქნება ხელიდან გაშვებული.

"იმ ეტაპზე, რომელსაც მივაღწიეთ, რუსეთი, უკრაინა, ამერიკა და ევროპა თანხმდებიან, რომ მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ როგორც ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ყველა მხარის ნდობა მოიპოვა, მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ ამ მოლაპარაკებებში და მოხარული ვიქნებით, თუ მათ ვუმასპინძლებთ. უახლესი კონტაქტების შედეგად, ვხედავთ, რომ ახალი შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა. ვიმედოვნებთ, რომ გაჩენილი შესაძლებლობა ამჯერად არ იქნება ხელიდან გაშვებული“, – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

ბოლო რამდენიმე დღეა, მსოფლიო პუტინის პასუხს ელოდება. ჩავა თუ არა კრემლის ლიდერი 15 მაისს სტამბოლში უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად, ჯერ უცნობია.

დღის ამბები