ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" გაათავისუფლა ისრაელელ-ამერიკელი 21 წლის მძევალი, რომელიც ღაზის სექტორში, ტყვეობაში, 584 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ისრაელის ტერიტორიაზე ის "წითელი ჯვრის" საერთაშორისო მისიამ გადმოიყვანა.
გათავისუფლების შესახებ განცხადება "ჰამასმა" 11 მაისს გაავრცელა. გადაწყვეტილება ამერიკულ მხარესთან ცეცხლის შეწყვეტის ძალისხმევის მიღწევის ფარგლებშია მიღებული.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის დონალდ ტრამპს მძევლის გათავისუფლების საქმეში დიპლომატიური ძალისხმევისთვის.