ქართულმა ღვინომ, უნიკალური გემო, იაპონიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა. ხუთმა საოჯახო მარანმა Raw Wine Tokyo-ზე სტუმრებს სხვადასხვა სახეობის უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინო შესთავაზა. დეგუსტატორებს საშუალება ჰქონდათ გაესინჯათ ქართული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიმბოლო, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, ქართველი ღვინის მწარმოებლების თქმით, არა მხოლოდ ქვეყნის კულტურული სახის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, არამედ წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ბიზნესის განვითარებისთვის და ახალი კავშირების დასამყარებლად.
ქართული ღვინის გამორჩეულ ხარისხზე, მის ბუნებრიობასა და გემოს მრავალფეროვნებაზე საუბრობს RAW Wine Tokyo-ს ორგანიზატორი, რომელიც აღნიშნავს, რომ პატარა ქვეყნის კულტურული მემკვიდრობა უნიკალურია.
ქართული ღვინის ექსპორტი იაპონურ ბაზარზე 2014 წელს დაიწყო. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში. სააგენტოსთვის ღვინის პოპულარიზაცია აზიურ ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ღვინის საერთაშორისო გამოფენას, იაპონიის დედაქალაქი ორი დღის განმავლობაში მასპინძლობდა.
RAW Wine Tokyo-ზე საქართველოს გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ.
ავტორი: სიმონ შანავა