21 ივნისი 2026,   14:22
ვრცლად
სენატორმა ბენ კლაინმა "უცხოელი აგენტების საქმიანობის გამჭვირვალობის" აქტი წარადგინა - კანონპროექტი წარსულში უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარ პირებს, დარეგისტრირებას ავალდებულებს

ამერიკელმა სენატორმა, რესპუბლიკელმა ბენ კლაინმა წარადგინა "უცხოელი აგენტების საქმიანობის გამჭვირვალობის" აქტი - კანონპროექტი წარსულში უცხო ქვეყნის ინტერესების ლობისტ პირებს, დარეგისტრირებას ავალდებულებს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა breitbart-ი აქვეყნებს.

კანონპროექტის აუცილებლობა მისი ინიციატორებისთვის კონკრეტული შემთხვევის შემდეგ დადგა დღის წესრიგში. კონკრეტულად კი, როცა კოლუმბიის ოლქის სასამართლოს მოსამართლემ დაადგინა, რომ შეუძლებელია უცხოელი აგენტის პასუხისმგებლობაში მიცემა იმის გამო, რომ ის FARA-ში არ დარეგისტრირდა, რადგან სარჩელის შეტანის დროს, მან ჩინეთის მთავრობის სასარგებლოდ მუშაობა შეწყვიტა.

ამერიკელი კანონმდებლებისთვის ეს პრეცედენტი გახდა, რადგან გამოდის, რომ დაურეგისტრირებელ აგენტს შეუძლია უბრალოდ დაასრულოს თავისი საქმიანობა, არ დარეგისტრირდეს და ამის გამო ყოველგვარ სასჯელსაც და ჯარიმასაც თავი აარიდოს. 

"კონგრესმა უნდა მიიღოს გადამწყვეტი ზომები FARA-ს თავდაპირველი და კრიტიკული მიზნის აღსადგენად არასწორი გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც შეასუსტა ეს წესდება", - აღნიშნავს სენატორი კლაინი გამოცემისთვის მიწერილ განცხადებაში.

წარდგენილი კანონპროექტი მოითხოვს, რომ პირები, რომლებიც პოლიტიკურ, ფინანსურ ან საზოგადოებრივ მოღვაწეობას უცხო ქვეყნის ინტერესების მიხედვით ახორციელებენ, გენერალურ პროკურორთან დარეგისტრირდნენ და განაცხადონ უცხოელ ლობისტთან ურთიერთობის შესახებ. ის მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს "აშშ-ის პოლიტიკაზე უცხოური პრინციპების ფარული გავლენა".

"ეს კანონპროექტი არსებითია, რადგან ის ავალდებულებს, რომ უცხო ქვეყნის მთავრობის სახელით მომუშავე ნებისმიერი ადამიანი უნდა დარეგისტრირდეს უცხოურ აგენტად. ჩვენ უნდა დავიცვათ FARA-ს გამჭვირვალობის მოთხოვნები, რათა დავიცვათ ამერიკა და დავიცვათ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება", - განაცხადა ბენ კლაინმა.

მის მიერ წარდგენილი კანონპროექტის თანაავტორები არიან როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატების წარმომადგენელი კანონმდებლები. 

დღის ამბები