23 აგვისტო 2026,   02:31
ვრცლად
უნგრეთის საუნივერსიტეტო ქალაქ სეგედში საქართველოს საპატიო საკონსულო პირველად გაიხსნა

უნგრეთის საუნივერსიტეტო ქალაქ სეგედში საქართველოს საპატიო საკონსულო პირველად გაიხსნა. საპატიო კონსული მიხაელ შაბი გახდა. დიპლომატიურ მისიაში ამბობენ, რომ საკონსულოს გახსნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, ვაჭრობის, ბიზნესის და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

"მე მჯერა, რომ ეს არის, უპირველეს ყოვლისა, კულტურული ამოცანა. დიპლომატიურ დონეზე საქართველოსა და უნგრეთს შორის უკვე არსებობს შესანიშნავი ურთიერთობა, ხოლო ჩემი მისიაა ამ ორი ქვეყნის დაკავშირება კულტურულ და, შესაძლოა, სამეცნიერო მიმართულებით. სეგედი საუნივერსიტეტო ქალაქია და მრავალი ქართველი სტუდენტი აქ სწავლობს. შეგვიძლია, ასევე, ორგანიზება გავუწიოთ გამორჩეულ კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც აქამდე ძირითადად ბუდაპეშტში ტარდებოდა. მსურს, რომ მსგავსი ღონისძიებები სეგედშიც ვიხილოთ,"- აცხადებს საქართველოს საპატიო კონსული მიხაელ შაბი.

დღის ამბები