"ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ ისინი არ ერევიან შიდა პოლიტიკაში, არ არის სწორი - თქვენ არაერთხელ ნახეთ მათი ჩარევა, მოწოდება ხელისუფლების მიმართ, არაერთი ელჩის მისვლა ოპოზიციასთან, შეხვედრები, მიტინგებზე დასწრება, ოპოზიციური პარტიების ირიბად დაფინანსება და ა.შ." - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძემ საუბრობს.
ლადო ბოჟაძე ეხმაურება ევროკავშირის ელჩის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებებზე და ზოგადად, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ვერ ჩაერევა.
"ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ ისინი არ ერევიან შიდა პოლიტიკაში, არ არის სწორი - თქვენ არაერთხელ ნახეთ მათი ჩარევა, მოწოდება ხელისუფლების მიმართ, არაერთი ელჩის მისვლა ოპოზიციასთან, შეხვედრები, მიტინგებზე დასწრება, ოპოზიციური პარტიების ირიბად დაფინანსება და ა.შ. სხვა აბა რა უნდა იყოს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა? გავიხსენოთ, საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ვიზიტი, ოპოზიციის მიტინგებზე ღიად დასწრება და არჩევნების შემდგომი განცხადებები. როცა არჩევნებიდან 6 თვეა გასული, ოპოზიციას არ წარმოუდგენია არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები (ვერც წარმოადგენდა, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს), თუმცა ჩვენ არ მოგვისმენია ელჩების შეფასებების, მათ შორის, ოპოზიციის ამ დამოკიდებულებასთან მიმართებაში, როცა ისინი აირჩია ხალხმა და არ შემოვიდნენ პარლამენტში," - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.