23 აგვისტო 2026,   08:22
ვრცლად
"ეს არის საინფორმაციო ხმაური" - შალვა პაპუაშვილი ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებაზე

შანტაჟისა და ზეწოლის მორიგი მცდელობა, - ასე აფასებს "ქართული ოცნება" ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელმაც ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ "საინფორმაციო ხმაურის" შექმნას ემსახურება.

"ეს არის საინფორმაციო ხმაური - ერთი გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული ორი თვის წინ, ასე კვირა გამოშვებით უნდათ, რომ მისცენ საკვები, მისცეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საკვები თავის თანამომიტინგეებს. გახსოვთ, რომ ის მონაწილეობდა ენჯეო და რადიკალ ოპოზიციასთან ერთად ანტიქართულ აქციაში. ამიტომ, მისი მხრიდან ეს ნაბიჯები გასაკვირი არ არის," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმის საჩვენებლად, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროკავშირი, არ ეთანხმება რეპრესიებს. ესტონეთი განმარტავს, რომ ეს არის ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ საკუთარ კანონმდებლობაში უნდა ასახოს. ესტონეთის საგარეო მინისტრის თქმით, ევროკავშირში ასევე განიხილება უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.

დღის ამბები