მსოფლიო კვლავ უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების საკითხს განიხილავს.
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი რუსეთის იმ მოთხოვნებზე საუბრობს, რომელიც ოკუპანტმა ზავის სანაცვლოდ დააყენა. "რუსეთს არ შეუძლია, იმედი ჰქონდეს, რომ მას გადასცემენ ტერიტორიებს, რომელიც არც კი დაუპყრია", - აცხადებს ჯეი დი ვენსი.
სოციალურ ქსელში უკრაინის ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ამერიკის პრეზიდენტიც. დონალდ ტრამპის თქმით, ის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგული რჩება.
ხანგრძლივი მშვიდობის პერსპექტივებზე განცხადებას ავრცელებს თავად ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ ახლა მთავარ პრიორიტეტად რეალური შეთანხმების მიღწევა რჩება, რაც მინიმუმ 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას მოიცავს. ზელენსკის განცხადებით, სწორედ ამ პერიოდში მიეცემა მოლაპარაკებების პროცესს რეალური შანსი.
შეგახსენებთ 8,9 და 10 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, რუსეთის გადაწყვეტილებით უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები დროებით შეწყდა.