კონკლავის დასრულების შემდეგ ვატიკანში მოსახლეობა საზეიმოდ შეიკრიბა. შეკრებას, გარდა ადგილობრივებისა, უცხოელებიც შეუერთდნენ. "კურიერის" გადამღები ჯგუფი იმყოფება ვატიკანში და მოვლენებს ეპიცენტრიდან აშუქებს.
ჩვენი კამერის ობიექტივში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც წმინდა პეტრეს მოედანზე რომის ახალი პონტიფიკოსის არჩევასთან დაკავშირებით შეიკრიბნენ. მათ უხარიათ უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირად ამერიკელი და იმედოვნებენ, რომ ლეო მე-14 კათოლიკურ სამყაროს მშვიდობას მოუტანს.