თბილისში იურისტთა დასაქმების პირველი ფორუმი გაიმართა. ღონისძიება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და "იურისტთა უმაღლესი სკოლის" ორგანიზებით ჩატარდა.
ფორუმში მონაწილე იურისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 30-ზე მეტი საჯარო უწყებისა და კერძო ორგანიზაციის ვაკანსიებს გასცნობოდნენ.