ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის პროცესი იწყება. იგეგმება პოლიციელების გამოკითხვა. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებს ბრალი 225-ე მუხლით წაუყენეს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"ბრალდების მხარემ უნდა წარმოადგინოს მოწმეები, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეებში დაზარალებულად არიან ცნობილები. ეს პირები არიან დაზარალებულად ცნობილები, თუმცა არა იმ პირების მიერ, ვინც დღეს ბრალდებულის სკამზე უზის ბრალდების მხარეს. არცერთი მათგანი გამოკითხვის ოქმშიც კი არ ამბობს იმას, რომ რომელიმე 11 პირისგან მიიღო დაზიანება. ამ დაზარალებული მოწმეების დაკითხვა ფაქტობრივად ბრალდების მხარეს არ აძლევს არაფერს", - აცხადებს ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე.