28 აგვისტო 2026,   08:50
ვრცლად
დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეების მოსამზადებელი პროგრამა მორიგმა ნაკადმა დაასრულა

დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეების მოსამზადებელი პროგრამა მორიგმა ნაკადმა დაასრულა. 33 დამწყებ დიპლომატს საკვალიფიკაციო სერტიფიკატები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გადასცა. სიტყვით გამოსვლისას, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ახალგაზრდა დიპლომატებს წარმატებები უსურვა. დიპლომატიურ ინსტიტუტში შესაბამისი პროგრამა ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია მონაწილეებისთვის იმ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, რაც აუცილებელია დიპლომატიურ სამსახურში მათი შემდგომი საქმიანობისთვის.

დღის ამბები