ავიამზიდ USS Harry S. Truman-იდან კიდევ ერთი მოიერიშე გამანადგურებელი, F/A-18 Super Hornet-ი წითელ ზღვაში ჩაიძირა. ერთი კვირის განმავლობაში ეს მეორე თვითმფრინავია, რომელიც აშშ-ის ავიაციამ დაკარგა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია რა გახდა თვითმფრინავის ჩაძირვის ზუსტი მიზეზი, რადგან გამოძიება გრძელდება. მედიის ცნობით, თვითმფრინავი ავიამზიდზე დაშვებას ცდილობდა, როდესაც სისტემაში ხარვეზი დაფიქსირდა და ორივე პილოტი იძულებული გახდა კატაპულტირებულიყო.
პილოტები მაშველებმა წყლიდან ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საზღვაო ძალების მონაცემებით, F/A-18 Super Hornet-ის ღირებულება 60 მილიონ დოლარს აღემატება.